Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დასრულდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება


საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოუსმენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო, 49-ე კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს. მასთან გასაუბრება 14 საათზე დაიწყება.

გოჩა ჯეირანაშვილი 2018 წლის 18 იანვრიდან უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 20 ივნისს ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად, 137 კანდიდატიდან შერჩევის მომდევნო - გასაუბრების ეტაპზე 50 გადავიდა. ერთმა მათგანმა, მოსამართლე ამირან ძაბუნიძემ გასაუბრებამდე კანდიდატურა მოხსნა.

საქართველოს კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში 28 მოსამართლეა. ამჟამად ვაკანტურია თანამდებობების ნახევარზე მეტი.

იუსტიციის საბჭო პარლამენტისთვის 20 კანდიდატის წარდგენას გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG