Accessibility links

„ლივერპულმა“ მეოთხედ მოიპოვა სუპერთასი


უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელმა „ლივერპულმა“ კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა. მერსესაიდელებმა სტამბოლში გამართულ სუპერთასის მატჩში ევროპა ლიგის ჩემპიონი „ჩელსი“ დაამარცხეს.

შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დამატებით ოცდაათ წუთში გუნდებმა კიდევ თითო გოლი გაცვალეს და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. იურგენ კლოპის გაწვრთნილმა გუნდმა ხუთივე პენალტი ზუსტად შეასრულა, „ჩელსიმ“ კი ერთით ნაკლები გაიტანა.

„ლივერპული“ სუპერთასს ისტორიაში მეოთხედ დაეუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG