Accessibility links

სვანეთში დაკარგული ტურისტებიდან ორი გარდაცვლილი იპოვეს


მაშველებმა სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი ბელარუსი ტურისტიდან ორი გარდაცვლილი იპოვეს. მესამე ტურისტი დაშავებულია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა, 112-მა სამი ტურისტი ქალის გაუჩინარების შეტყობინება 14 აგვისტოს ღამით მიიღო.

ამავე სამსახურის ცნობით, სამძებრო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. გამთენიისას ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG