Accessibility links

ანა დოლიძე: ჩვენ ვნახეთ მოსამართლეები, რომლებმაც არ იციან, რა არის ემპათია


ანა დოლიძე

საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ყველაზე დიდი მონაპოვარი სასამართლოს გაშიშვლებული სახეა.

„პროცესი მიმდინარეობდა ფორმალისტურად. კლანმა შემოატანინა უამრავ ადამიანს განაცხადი მხოლოდ იმიტომ, რომ დარჩენილიყო შთაბეჭდილება, რომ აქ არის კონკურსი. სინამდვილეში კლანის ფავორიტებს ჩვენ უბრალოდ გამოვარჩევთ იმით, თუ როგორ გვიტევდნენ ჩვენ, როდესაც ვსვამდით კრიტიკულ კითხვებს. მაგრამ ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ პროცესის არის სასამართლოს გაშიშვლებული სახე. ჩვენ ვნახეთ მოსამართლეები, რომელთა ბელადი არის ვლადიმერ ილიას ძე ლენინი. ვნახეთ მოსამართლეები, რომლებმაც არ იციან, რა არის ემპათია და რეალურად ვნახეთ, რომ ჩვენი სასამართლო საჭიროებს რადიკალურ ცვლილებას“ - უთხრა ჟურნალისტებს ანა დოლიძემ. მისი თქმით, ცვლილება უნდა დაიწყოს მურუსიძე-ჩინჩალაძის ბუდის დანგრევით.

იუსტიციის საბჭოში დღეს, 15 აგვისტოს დასრულდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება.

გასაუბრების ეტაპისთვის შერჩეული იყო 50 კანდიდატი. მათგან ერთმა კანდიდატურა მოხსნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტისთვის 20 კანდიდატის წარდგენას აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG