Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაურკვეველია გიბრალტარში დაკავებული ირანის ტანკერის ბედი


ბედი ირანის სანავთობო ტანკერისა, რომელიც განთავისუფლებას ელოდა გიბრალტარში, კვლავ გაურკვეველია მას მერე, რაც აშშ-მა ბოლო წუთს მიიღო გადაწყვეტილება, კონფისკაცია გაუკეთოს გემს.

ინციდენტის ფონია თეირანსა და ლონდონს შორის უკიდურესი დაძაბულობა. „აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა შემოიტანა მოთხოვნა, რომ სურს კონფისკაცია „გრეის 1-ისა“ რამდენიმე ბრალდების გამო, რომლებსაც ახლა განიხილავენ“, გამოაცხადა გიბრალტარის მთავრობამ 15 აგვისტოს და დასძინა, რომ საქმეს ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის უზენაესი სასამართლო განიხილავს 14 საათზე გრინვიჩის დროით.

აშშ-ის განაცხადი შევიდა რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე გიბრალტარის მთავრობა უკვე უშვებდა ტანკერს, რომელიც ივლისის დასაწყისში დააკავეს, იტყობინება გაზეთი „ქრონიკლი“ და მოჰყავს სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ანტონი დადლის სიტყვები: აშშ-ის ქმედება რომ არა, გემი ახლა უკვე წასული იქნებოდაო.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს კომენტარი ამ საქმის გარშემო არ გაუკეთებია. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყებამ განაცხადა, რომ "გამოძიება "გრეის 1-ის" გარშემო გიბრალტარის მთავრობის საქმეა".

ირანის ტანკერი 4 ივლისს დააკავეს გიბრალტარში ბრიტანეთის არმიის დახმარებით. „გრეის“-ს გადაჰქონდა ორ მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი და ხელისუფლებამ ეს აქტი სირიისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევად ჩათვალა. ირანი აცხადებს, რომ ტანკერი საერთაშორისო წყლებში იყო და არ მიჰქონდა ნავთობი სირიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG