Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ ფილიპ დელპალი წინასწარიდან შინა პატიმრობაში გადაიყვანა


მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინა პატიმრობაში გადაიყვანეს საფრანგეთის მოქალაქე ფილიპ დელპალი, რომელიც საინვესტიციო ფონდის, Baring Vostok-ის საქმეში გადის. დელპალი Baring Vostok-ის პარტნიორია მძიმე მრეწველობის სფეროში. ის 2019 წლის თებერვალში დააპატიმრეს ფონდის სხვა თანამშრომლებთან, მათ შორის მის დამაარსებელ, მაიკლ კალვისთან ერთად. ისინი დაკავებული არიან განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობის გამო.

15 აგვისტოს სასამართლომ უარი უთხრა კალვის შუამდგომლობას შინა პატიმრობიდან განთავისუფლების შესახებ. კალვი აპრილში გაათავისუფლეს საპატიმროდან და შინა პატიმრობაში გადაიყვანეს.

პასუხისგებაში მიცემულები უარყოფენ ბრალდებას და აცხადებენ, რომ საქმე მათ წინააღმდეგ იქნა გამოყენებული, რადგან კორპორატიული უთანხმოება ჰქონდათ რუსეთის ბანკთან.

Baring Vostok-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მსხვილი საინვესტიციო ფონდია, რომელიც რუსეთში მუშაობს. ის 25 წელიწადზე უფრო დიდი ხნის წინ დაარსდა და მას მერე, თითქმის 400 მილიარდი დოლარი მიიზიდა და თითქმის 80 პროექტი განახორციელა რუსეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG