Accessibility links

ნინო ლომჯარია მიმართავს ხელისუფლებას გუგუტიანთკარიდან


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გუგუტიანთკარში იმყოფება და მიმდინარე პროცესებს აკვირდება.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

როგორც ომბუდსმენი აცხადებს, ამით თავიდან უნდა იქნას აცილებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დაკარგვა, რაც იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

ლომჯარია, ასევე მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად.

2019 წლის 7 აგვისტოს სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალებმა მიერ ე.წ. ხელოვნური ბარიერების აღმართვა დაიწყეს, რომელიც დღემდე გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG