Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ქაშმირის გარშემო ინდოეთსა და პაკისტანს თავშეკავებისაკენ მოუწოდებს


გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ინდოეთსა და პაკისტანს თავშეკავებისაკენ მოუწოდებს სადავო ქაშმირის გარშემო ორ ქვეყანას შორის წამოჭრილი მორიგი ესკალაციის ფონზე.

ვითარება რეგიონში დაიძაბა მას შემდეგ, რაც თვის დასაწყისში დელიმ ​გადაწყვიტა წერტილი დაესვა მისი ადმინისტრაციული კონტროლის ქვეშ მყოფი ქაშმირის ნაწილის მრავალწლიანი ავტონომიისთვის.

16 აგვისტოს ქაშმირის სიტუაციის გარშემო შეკრებილი უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჩინეთის ელჩმა გაეროში ჩჟან იუნმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ინდოეთის ელჩმა გაეროში კი გააკრიტიკა ჩინელი დიპლომატის მცდელობა, საკუთარი აზრი „საერთაშორისო საზოგადოების ნებად“ წარმოედგინა. საიედ აკბარუდინის თქმით,ინდოეთის გადაწყვეტილება მის შინაურ საქმეს წარმოადგენს.

პაკისტანის ელჩმა გაეროში მალეჰა ლოდიმ მისი ქვეყნის ზეწოლას მოეწვიათ გაეროს უშიშროების საბჭო, უწოდა „პირველი, მაგრამ არა უკანასკნელ ნაბიჯი“. ქალმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ქაშმირის პრობლემაზე უშიშროების საბჭო 50 წლის განმავლობაში პირველად შეიკრიბა.“

მას შემდეგ, რაც დელიმ გააუქმა ქაშმირის ავტონომიის სტატუსი, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაითიშა ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი, აიკრძალა საზოგადოებრივი თავყრილობები.

მაგრამ 16 აგვისტოს ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში ასობით დემონსტრანტსა და პოლიციას შორის შეტაკებას ჰქონდა ადგილი იმ ფონზე, როდესაც პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანმა აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა ქაშმირში შექმნილ ვითარებაზე.

პაკისტანმა განაცხადა, რომ 15 აგვისტოს თავისი სამი ჯარისკაცი მოკლეს საზღვრისპირა სროლისას სადავო ქაშმირის რეგიონის გამყოფ ზოლთან, თუმცა ინდოეთი უარყოფს, რომ დახოცილებს შორის არის მისი ხუთი სამხედრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG