Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა კინომსახიობი პიტერ ფონდა


პიტერ ფონდა
პიტერ ფონდა

79 წლის ასაკში გარდაიცვალა საკულტო ფილმის, Easy Rider-ის მთავარი გმირი პიტერ ფონდა.

როგორც როიტერსი იტყობინება მსახიობის ოჯახზე დაყრდნობით, სიკვდილის მიზეზი გახდა სუნთქვის უკმარისობა ფილტვის კიბოს ფონზე.

პიტერ ფონდა არის მსახიობთა დინასტიის დამაარსებლის, გამოჩენილი კინომსახიობის, ჰენრი ფონდას ვაჟი. სამსახიობო კარიერის მანძილზე უმცროსმა ფონდამ ორი „ოქროს გლობუსი“ მიიღო და ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG