Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 აგვისტოს ოდესის სასტუმროში მომხდარი ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა


17 აგვისტოს უკრაინის ქალაქ ოდესის სასტუმროში მომხდარი ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა, იტყობინება უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახური.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეისბუკში თავის გვერდზე დაწერა, რომ დაშავებულთაგან ოთხი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

საგანგებო ვითარებათა სამსახურის თანახმად, ხანძარი ნაშუაღამევს გაჩნდა. განცხადებაში არაა ლაპარაკი ხანძრის მიზეზებზე და იმაზე, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ხანძრის დროს სასტუმროში.

სასტუმრო Tokyo Star-ში 273 ოთახია.

მეხანძრეებს სამი საათი დასჭირდათ ხანძრის ჩასაქრობად, რომელიც ათას კვადრატულ კილომეტრამდე ფართობზე იყო მოდებული.

ოდესის ხელისუფლების ცნობით, რეგიონიდან ევაკუაცია გაუკეთდა 150-მდე ადამიანს.

ხანძრის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

როგორც ზელენსკიმ დაწერა ფეისბუკში, ის „პირადად იზრუნებს“ იმაზე, რომ „კანონით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად“ დაისაჯონ მომხდარისთვის პასუხისმგებელნი.

ინციდენტის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ ჰროისმანმა ასევე დაწერა ფეისბუკზე, რომ ბრძანება გასცა, „ფართო მასშტაბის ინსპექცია ჩატარდეს დასასვენებელ ადგილებში, უპირველეს ყოვლისა სასტუმროებსა და კურორტებში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG