Accessibility links

პარლამენტის თავმჯდომარე ფოთში მეთევზეებს შეხვდა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან ერთად განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს. დღეს, 17 აგვისტოს, იგი ფოთში ჩავიდა და შეხვდა მეთევზეებს, რომლებთანაც თევზჭერისა და თევზის რეწვის სფეროში არსებულ პრობლემებზე და შესაბამის საკანონმდებლო რეგულაციებზე ისაუბრა.

„ვაგრძელებთ შეხვედრებს საზოგადოებასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვხვდებით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც სოფლებში, ქალაქებში ყოველდღიური საზრუნავის გამო ვერ ახერხებენ პარლამენტში, მთავრობის ოფისებში მოვიდნენ ჩვენთან. ამიტომ, ჩვენ ჩავდივართ მათთან და ვესაუბრებით იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც მათთვის არის მნიშვნელოვანი. ვინიშნავთპრობლემებს და ვაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა ინიციატივებზე და გადაწყვეტილებებზე. ეს ინფორმაცია გამოგვადგება 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG