Accessibility links

საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკართან ე.წ. საზღვრის გავლება განაახლეს


რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან განაახლეს ე.წ. საზღვრის გავლება.

7 აგვისტოდან დაწყებული უკანონო სამუშაოები ბოლო სამი დღის განმავლობაში შეჩერებული იყო.

19 აგვისტოს, საოკუპაციო ძალების წამომადგენლებმა ადგილზე მიიტანეს ახალი ძელები, რომლებსაც დაამონტაჟებენ და მათზე ე.წ. სასაზღვრო ღობის აღმართვას გააგრძელებენ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად, გუგუტიანთკარელი რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები და მიწის ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG