Accessibility links

პაკისტანი ინდოეთს ადანაშაულებს ქაშმირში ორი სამოქალაქო პირის დახოცვაში


პაკისტანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ინდოეთის ჯარისკაცების მიერ ატეხილი სროლების შედეგად სადავო ქაშმირის ტერიტორიაზე დაიღუპა ორი სამოქალაქო პირ და ერთი დაიჭრა.

პაკისტანი და ინდოეთი ხშირად ადანაშაულებენ ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ჰიმალაის რეგიონში, მაგრამ 5 აგვისტოდან მხარეებს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც დელიმ გააუქმა მისი მიერ მართული ქაშმირის ავტონომიური ოლქის სტატუსი, გათიშა ინტერნეტი და სატელეფონი კავშირი, შეზღუდა საჯარო შეკრებები.

ორ ნაწილად გაყოფილი ქაშმირი ორი ბირთვული სახელმწიფოს - ინდოეთისა და პაკისტანის მიერ იმართება.

1947 წლიდან, რაც ბრიტანეთისგან გათავისუფლდა, პაკისტანსა და ინდოეთს შორის სამჯერ მოხდა ომი ქაშმირის გამო.

19 აგვისტოს მომხდარი ინცინდენტის თაობაზე პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს ინდოეთის წარგზავნილი და ოფიციალური პროტესტი გადასცეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG