Accessibility links

ჯოზეფ დოლი: ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში რუსეთის ქმედებებით


„ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი გუგუტიანთკარში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესს „ტვიტერით“ ეხმაურება და და აღნიშნავს, რომ ის ღრმად არის შეშფოთებული რუსეთის ქმედებებით საქართველოში.

მისი თქმით, ოკუპაციის გაგრძელებით, რუსეთი 2008 წელს დადებულ ხელშეკრულებას არღვევს:

“ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში რუსეთის ქმედებებით. ბორდერიზაცია, ღობეების აღმართვა და ოკუპაციის გაგრძელება არ შეესაბამება 2008 წელს ორ ქვეყანას შორის ევროკავშირის სახელით და პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით დადებულ შეთანხმებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონული სტაბილურობის დასაცავად“, - წერს ის.

გუგუტიანთკარში 7 აგვისტოდან დაწყებული უკანონო სამუშაოები 16 აგვისტოს შეჩერდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გუგუტიანთკარში 19 აგვისტოს დაბრუნდნენ და კიდევ რამდენიმე მეტრზე დადგეს ძელები, რომლებზეც ე.წ. სასაზღვრო ღობის აღმართვას გააგრძელებენ.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა გუგუტიანთკარელი რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები და მიწის ნაკვეთები და სოფლის სარწყავი არხი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG