Accessibility links

შსს-მ გამოძიება დაიწყო დავით ქაცარავას მიმართ განხორციელებული თავდასხმის გამო


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერის, დავით ქაცარავას მიმართ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე. გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპლექსური აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტი დაწერა და მოგვიანებით ვიდე მიმართვაც გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მას სოფელ ბობნევში 4-5 კაციანი ჯგუფი დაუპირისპირდა. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე მყოფმა პოლიციამ თავდასხმა ვერ შეაჩერა.

„ამ წუთას ვიმყოფები ბობნევში. წამლები მოვუტანე დათა პაპას. ჩემი აქაური ჩამოსვლის შესახებ არავინ იცოდა. ბუნებრივია, შსს-ს გარდა, რომელსაც ჩემს მოსვლამდე შევატყობინე წინასწარ. დათა პაპას სახლთან დამხვდა 4-5 კაციანი “ტიტუშკების” ჯგუფი. მოსვლისთანავე მომცვივდნენ და შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს. ხელითაც შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ. მოკლედ, “ტიტუშკებით” ბრძოლაზე გადავედით? გასაგებია. მივდივარ საავადმყოფოში. პოლიცია იქვე იმყოფებოდა და ვერ შეაჩერა მათი თავდასხმა“, - წერს დავით ქაცარავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG