Accessibility links

"რუსთავი 2"-ს ქიბარ ხალვაში თავისთვის იტოვებს - ტელევიზია აღარ გაიყიდება


Georgia -- TV Rustavi 2. Tbilisi, 19Jul2019

ერთკვირიან ვადას მყიდველი არ გამოჩნდა და ქიბარ ხალვაში არხის გასხვისებას და მის გაკოტრებას არ აპირებს, განაცხადა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ პრესკონფერენციაზე.

„ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა, ეს იყოს წარმატებული ტელეკომპანია, რომელიც იქნება პოპულარული და რომელიც იქნება მაქსიმალურად კრიტიკული. ასევე ვმუშაობთ სახელმწიფოსთან ვალის რესტრუქტურიზაციაზე, ვმუშაობთ და უფრო აქტიურად ვიმუშავებთ კრედიტორებთან. მოგეხსენებათ 70 მლნ ლარზე მეტია, როგორც ბიუჯეტის ასევე კრედიტორების, სამუშაო დიდი გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ ამოცანას გადავლახავთ და გადავჭრით “,- განაცხადა პაატა სალიამ,’

მისი სიტყვებით ცვლილებები იქნება განხორცილებული კომპანიის საკეთილდღეოდ, მის ამოცანაა კომპანია გაჯანსაღდეს ფინანსურად და საკუთარი შემოსავლებით ირჩინოს თავი.

როგორც პაატა სალიამ განმარტა, "რუსთავი 2"-ის მიერ სარეკლამო მომსახურების შემსყიდველ კომპანიებთან გარიგებების შესწავლა დაწყებულია. სწავლობენ "ინტერმედია +" თან და სხვა ინიტერმედიებთან დადებულ ხელშეკრულებებს. მისი სიტყვებით, არსებობს ერთი და იგივე სახელწოდების მქონე რამდენიმე ინტერმედია. პაატა სალიას თქმით, ხელშეკრულებები დადებულია ინტერესთა კონფლიქტით და თვალთმაქცურადდა ეს ხელშეკრულებები ხელს შეუშლის არხის მენეჯმენტს, ჰქონდეს საქმიანი ურთიერთობები, რამდენიმე ადამიანთან, ამის გამო პაატა სალიას განცხადებით არხიდან დაითხოვეს და შვებულებიდან გამოსვლის შემდეგაც დაითხოვენ რამდენიმე თანამშრომელს. ამასთან თანამშრომლობა გრძელდება კომპანიებთან, ვისთანაც "რუსთავი 2"-ს ხელშეკრულებები აქვს დადებული.

„ვფიქრობთ ყველა ეფექტურ გზაზე, რომ კომპანიის მოგება გავზარდოთ, რომ არ იყოს ვიღაცის პოლიტიკურ ნება-სურვილზე და პოლიტიკურ ფულზე დამოკიდებული, ეს არის ჩვენი ამოცანა“,- განაცხადა პაატა სალიამ.

მისი სიტყვებით, მთავარია არხი მომზადებული შეხვდეს სექტემბრიდან ახლა სეზონს და მიუხედავად იმისა, რომ გასაყიდად იყო კომპანია გამოტანილი გრძელდებოდა მუშაობა საეთერო ბადეზე.

„ეს არის მუდმივი კონკურენცია და შეჯიბრი სხვადასხვა არხებს შორის. დაანონსებულია მინიმუმ 2 ახალი არხის გახსნა და ჩვენთვის ეს გამოწვევაა. რა თქმა უნდა „რუსთავი 2“-ის ბრენდი და ლოგო ყველაზე მაღლა დგას, ყველა ტელევიზიაზე მაღლა, რომელიც არსებობს საქართველოში“,- აცხადებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი.

პაატა სალიას თქმით, არიან ადამიანები, ვინც "რუსთავი 2" - ის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებდნენ და მათ არ ადარდებდათ კომპანია, რაც აღარ განმეორდება.

„მათ ედარდებოდათ, რომ ის ყოფილიყო კონკრეტული ადამიანის ხელში. ვინ იყო ეს კონკრეტული ადამიანი ჩვენ ვიცით, სარჩელში პირდაპირ მივუთითეთ, რომ ყარამანიშვილები რეალური მფლობელები არასოდეს არ ყოფილან და მიხეილ სააკაშვილი იყო ამ არხის მესაკუთრე. ეს არხი ვერ შეასრულებს მიხეილ სააკაშვილის დავალებებს, თუ ვინმე არ ასრულებდა - ძალიან კარგი, თუ ასრულებდა, აწი აღარ ექნება არც ხალვაშისგან არც მთავრობისგან არც სააკაშვილისგან არც, სხვა რომელიმე პირისგან დავალება“, - განაცხადა პაატა სალიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG