Accessibility links

პაატა სალია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს: თუ თვლით, რომ ნოდარ მელაძის გარეშე საქმიანობა არ შეგიძლიათ ვერაფერს გეტყვით


„რუსთავი 2“-ს და მის ჟურნალისტებს შესწევთ ძალა, რომ დამოუკიდებლად გააგრძელონ საქმიანობა. თუ თქვენ თვლით, რომ ამის გაკეთება ნოდარ მელაძის გარეშე არ შეგიძლიათ, მე ვერაფერს გეტყვით, თქვენი გადაწყვეტილება თქვენ თვითონ უნდა მიიღოთ, - ამ სიტყვებით „რუსთავი 2“ - ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტებს მიმართა.

მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება - წასვლისა თუ დარჩენის შესახებ - თავად ჟურნალისტებმა უნდა მიიღონ.

„მე არ მჯერა, რომ ერთი ადამიანი შეიძლება იყოს რამის გარანტი, თქვენი პროფესიონალიზმით, თქვენი დამოუკიდებლობის და თქვენი სიტყვის თავისუფლების გარანტი ხართ თქვენ თვითონ, თუ თქვენ ჩათვლით, რომელიმე ეტაპზე, რომ ვინმე გავიწროებთ, ვინმე დავალებას გაძლევთ, თქვენ ვერავინ ვერ დაგასწრებთ კამერასთან მოსვლას და ამის ღიად დაფიქსირებას. გუნდურად, ჯგუფურად გადაწყვეტილების მიღებას და.აშ. ამ ეტაპზე ჩვენი თხოვნაა არხმა შეინარჩუნოს სიმშვიდე და გავაგრძელოთ მუშაობა. „კურიერმა“ შეინარჩუნოს კრიტიკულობა, რაც აქვს და ვიყოთ უფრო მეტად კრიტიკულები“, - მიმართა პაატა სალიამ არხის ჟურნალისტებს.

პაატა სალიამ იქვე განმარტა, რას გულისხმობს კრიტიკულობაში, მისი სიტყვებით, კრიტიკა დასაბუთებული უნდა იყოს, რაც არ გაუწევს კრიტიკის სუბიექტს დათვურ სამსახურს, რაც მისი თქმით, ხშირად ხდება ხოლმე დაუსაბუთებელი და არაეთიკური კრიტიკის პირობებში.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლდებიან ამის შესახებ განაცხადა ტელეკომპანიის დირექტორმა პაატა სალიამ. მისივე თქმით, მათ წინააღმდეგ მზადდება სამოქალაქო სარჩელი ტელეკომპანიისთვის საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში თანამონაწილეობის გამო:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG