Accessibility links

33-33-ზე: პრეზიდენტი ზელენსკი იმედოვნებს პატიმრების გაცვლას უახლოეს დღეებში


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან პატიმრების გაცვლას უახლოეს დღეებში იმედოვნებს, რითაც ის პირადად არის დაკავებული.

ამ განცხადების ფონია რუსეთის ომბუდსმენის, ტატიანა მოსკალკოვას ჩასვლა კიევში. ხოლო ადამიანის უფლებების დარგში კიევის რწმუნებული, ლიუდმილა დენისოვა, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, უკვე იმყოფება მოსკოვში.

კრემლში ხედავენ ზელენსკისთან დიალოგის დაწყებას და მის განვითარებას, რაც “გარკვეულ კონტაქტებში“ გამოიხატება, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.

წინა დღით გავრცელდა ცნობა, რომ მოსკოვმა და კიევმა მიაღწიეს შეთანხმებას 33 უკრაინელი და 32 რუსი მოქალაქის გაცვლაზე. ადრე გაზეთი „კომერსანტი“ რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვაზე დაყრდნობით წერდა, რომ გაცვლა სავარაუდოდ აგვისტოს ბოლომდე მოხდება.

უკრაინის პრეზიდენტისათვის გაცვლის პროცესში პრიორიტეტულია გასული წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება. უკრაინული ეკიპაჟების პატიმრობიდან გათავისუფლება ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთ მთავარი წინასაარჩევნო დაპირებაა. უცნობია დათანხმდება, თუ არა მათ გათავისუფლებაზე რუსეთი, რომელიც მეზღვაურებს სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG