Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გოგია - "კარგად გვახსოვს, როცა ყველა არხი ქვეყანაში ერთი ხმით მაუწყებლობდა"


Human Rights Watch-ის ასოცირებული დირექტორი ევროპასა და შუა აზიაში, გიორგი გოგია რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ში განვითარებული მოვლენების შედეგად, „გაღარიბდა მედიამრავალფეროვნება ქვეყანაში“ და „ოპოზიციური, კრიტიკული, დამოუკიდებელი არხი დღესდღეობით ვეღარ მაუწყებლობას“.

„ყველა გამოთქვამს შეშფოთებას - რა იქნება „ტვ პირველის“ ბედი. ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ის უბრალოდ არ გაიზიარებს „რუსთავი 2“-ის ბედს და კიდევ უფრო მეტად არ გაღარიბდება მედიამრავალფეროვნება ქვეყანაში“.

გიორგი გოგია წარსულში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს:

„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს რა იყო შედეგი, როგორი იყო მდგომარეობა, როცა ყველა არხი ქვეყანაში ერთი ხმით მაუწყებლობდა და რამდენად მოკლებული იყო საზოგადოება მრავალფეროვან აზრს, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, საზოგადოების რა პროცენტს აქვს წვდომა ინტერნეტზე, განსხვავებულ ინფორმაციაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტელევიზია რჩება ინფორმაციის პირველწყაროდ საზოგადოების უმრავლესობისთვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG