Accessibility links

რუს ოპოზიციონერ გუდკოვს სასამართლომ კიდევ 10 დღით გაუგრძელა პატიმრობა


დმიტრი გუდკოვი

მოსკოვის სასამართლომ 10 დღით გაუგრძელა პატიმრობა პოლიტიკოს დმიტრი გუდკოვს, რომელიც ამ მომენტისათვის 30 დღიან საპატიმრო სასჯელს იხდის. ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იუწყება ტელეგრამის არხის საშუალებით.

ივლისის ბოლოს დმიტრი გუდკოვი 30 დღით დააპატიმრეს. სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო 14 ივლისის არასანქცირებული „ამომრჩევლებთან შეხვედრის“ ორგანიზებაში.

მოსკოვში ივლისის შუა რიცხვებიდან გრძელდება საპროტესტო აქციები დამოუკიდებელი კანდიდატების მუნიციპალურ არჩევნებში დაშვების მოთხოვნით. მანამდე საარჩევნო კომისიამ მოსკოვში რეგისტრაციაზე უარი უთხრა რამდენიმე ათეულ კანდიდატს, მათ მიერ შეგროვებულ ხელმოწერებში აღმოჩენილი ბევრი უზუსტობის გამო.

არჩევნებში არ დაუშვეს, კერძოდ, ალექსეი ნავალნისა და დმიტრი გუდკოვის მომხრეები, მუნიციპალური დეპუტატები და ბევრი კანდიდატი პარტია „იაბლოკოდან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG