Accessibility links

თურქეთის პრეზიდენტი 27 აგვისტოს მოსკოვში პუტინთან აპირებს შეხვედრას


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი 27 აგვისტოს მოსკოვში ვიზიტს და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გემავს.

ერდოანის ადმინისტრაციის მიერ შესაძლო ვიზიტის თაობაზე, 23 აგვისტოს გავრცელდა ცნობას მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ერდოანმა, თურქული წყაროების ცნობით, პუტინს უთხრა, რომ რუსეთის სამხედროების დახამარებით ბოლო კვირებში ბაშარ ალ-ასადის არმიის მიერ განხორციელებულ შეტევებს თან ახლავს ჰუმანიტარული კრიზისი და ემუქრება თურქეთის უსაფრთხოებას.

სირიის სამთავრობო ჯარებმა პარასკევს კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, იდლიბისა და ჰამას პროვინციაში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში ტარდება სამხედრო ოპერაცია ავიაციისა და არტილერიის გამოყენებით.

„როიტერსის“ ცნობით, ფართომასშტაბიან შეტევას ახლდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, მრავალმა ადამიანმა მიატოვა საცხოვრებელი სახლები და დევნილად იქცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG