Accessibility links

საქართველოს პარლამენტი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს


არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს პარლამენტის სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობა ძლიერი და მტკიცეა. ჩვენ საერთო ფასეულობები და თავისუფლებისთვის ბრძოლა გვაერთიანებს. ჩვენი არჩევანი ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულფასოვანი წევრობაა. გულითადად ვულოცავ უკრაინას ამ მნიშვნელოვან დღეს!. Слава Україні!“ - წერს არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებ-საიტზე.

უკრაინამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 24 წლის წინ, 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG