Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით, არალეგალურია.

დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელენე ლაბახუას თქმით, ეს უკვე რიგით მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნებია და კენჭისყრა 35 ოლქში ტარდება. 152 საარჩევნო უბანზე 116 ათასი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. არჩევნებში ჩართული იყო ცხრა კანდიდატი.

დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩასული იყვნენ პირები, რომლებსაც სეპარატისტული მთავრობის მიერ მეთვალყურის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული.

საღამოს ექვსი საათისთვის ე.წ. არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, რადგან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეთა ნახევარზე მეტმა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი დევნილია სეპარატისტული მთავრობის მიერ და არჩევნებში არ მონაწილეობს.

თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების ნახევარზე მეტს, მეორე ტური დაინიშნება. პირველ წინასწარ შედეგებს 26 აგვისტოს გამოაცხადებენ.

საარჩევნო უბნები უნდა გახსნილიყო რუსეთსა და თურქეთში. თურქეთში, სტამბოლში, დაუდგენელი მიზეზით, კენჭისყრა ვერ განხორციელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG