Accessibility links

ტროპიკულ ტყეებში ხანძრის დაძლევისა და სხვა პრობლემებზე დისკუსიით საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტი სრულდება


ეკონომიკური თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოების ჯგუფის - „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა, საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ბიარიცში 26 აგვისტოს სამიტის ბოლო დღე მიუძღვნეს საყოველთაო პრობლემებზე, მათ შორის ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მასობრივი ხანძრის დაძლევის საკითხებზე მსჯელობას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე აღწევენ შესაძლო შეთანხმებას „ტექნიკური და ფინანსური“ დახმარებს შესახებ.

„დიდი შვიდეულის" რიგებში შედიან აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია, იტალია, კანადა და საფრანგეთი.

ხანძრის კერების სარეკორდო რაოდენობა ანადგურებს ტროპიკული ტყის დიდ მასივებს უმეტესად ბრაზილიის ტერიტორიაზე, რასაც მოჰყვა შეშფოთება მთელ მსოფლიოში დედამიწის გარემოსთვის ამაზონის მნიშვნელობის გამო.

ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ დაუშვა ამაზონის განადგურება ანტიეკოლოგიური გამოსვლებით და ტროპიკული ტყის გაჩეხვის ნორმების დარღვევის წინააღმდეგ უმოქმედობით.

ბიარიცის სამდღიანი სამიტის განსაკუთრებული მოვლენა იყო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის მოულოდნელი ჩასვლა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე და ბირთვული პროგრამის თაობაზე მისი მოლაპარაკება მასპინძელი ქვეყნის, ასევე სხვა ევროპელი პარტნიორების ოფიციალურ წარმომადგენელთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG