Accessibility links

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა


ლაშა შავდათუაშვილი

ძიუდოში, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მესამე დღე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მეორე ნომრად განთესილი ლაშა შავდათუაშვილი მერვედფინალში იაპონელ შოჰეი ონოსთან დამარცხდა და შეჯიბრებაზე გამოსვლა დაასრულა.

დღეს მედლების ერთი კომპლექტი ქალთა შორისაც გათამაშდება - 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ქართველთათვის კი მსოფლიოს პირველობა ხვალ გაგრძელდება - ტატამზე 81 კილოგრამში მოჭიდავე ლუკა მაისურაძე გავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG