Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ეკონომიკური პროექტების დასაცავად წვრთნებს გამართავენ


აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ბაქოში ჩაატარებენ ერთობლივ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას Eternity-2019.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ 27 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, კომპიუტერული მხარდაჭერით, თეორიული და პრაქტიკული წვრთნები გაიმართება როგორც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო თამაშების ცენტრში, ისე საველე პირობებში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველოსა და თურქეთის სამხედრო ქვედანაყოფების და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაცვის ამოცანებს შეასრულებენ.

სწავლება 2-6 სექტემბერს ჩატარდება.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მნიშვნელოვან, ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს შორისაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG