Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი სანქციების გაუქმებამდე ტრამპთან მოლაპარაკების წინააღმდეგია


ჰასან როჰანი
ჰასან როჰანი

ირანი უარს ამბობს აშშ-თან ყოველგვარ მოლაპარაკებაზე, ვიდრე არ გაუქმდება ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციები, - ასე გამოეხმაურა ირანის პრეზიდენტი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მანამდე გაკეთებულ განცხადებას, რომ დათანხმდებოდა ჰასან როჰანისთან შეხვედრას, თუ საამისო "პირობები სწორი ან მართებული იქნებოდა".

27 აგვისტოს გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში, ირანის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა აშშ-ის ლიდერთან შეხვედრის მზადყოფნა, მაგრამ „პირველად აშშ-მა უნდა იმოქმედოს და გააუქმოს ირანის მიმართ დაწესებული უკანონო, არასწორი და უსამართლო სანქციები“,- აღნიშნა როჰანიმ და დასძინა, რომ თეირანი განაგრძობს 2015 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეკვეცას, თუ ქვეყნის ინტერესი გარანტირებული არ იქნება.“

ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს ვაშინგტონი გამოეთიშა 2015 წელს გაფორმებულ, საეტაპო მნიშვნელობის ბირთვულ შეთანხმებას თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის და ირანის ეკონომიკას აღუდგინა სანქციები. ხელშეკრულებაში რჩება კიდევ ხუთი ხელმომწერი, მათ შორის საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია. ამ ხელშეკრულებით ირანი დათანხმდა თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. თუმცა, მას შემდეგ, ირანმა შეამცირა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხარისხი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG