Accessibility links

უკრაინაში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა


ლვოვის ოლქის ქალაქ დროგობიჩში ოთხსართულიანი სახლის ნაწილი 28 აგვისტოს, გამთენიისას ჩამოინგრა

უკრაინის ლვოვის ოლქის ქალაქ დროგობიჩში ჩამოინგრა ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო.

ჯერჯერობით დადასტურებულია 2 ადამიანის სიკვდილი.

თავდაპირველად საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ ნგრევა ბუნებრივი გაზის აფეთქებამ გამოიწვია, თუმცა, მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო. ლვოვის გაზმომარაგების კომპანიაში ამტკიცებენ, რომ გაზის გაჟონვა არ მომხდარა.

უკრაინული მედიასაშუალებების ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 6 ადამიანი.

ნანგრევებში სავარაუდოდ, რჩება კიდევ 5 ადამიანი. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს 450 მაშველი.

საავადმყოფოში გადაიყვანეს 7 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG