Accessibility links

კიევში სასამართლომ ჟურნალისტ ვიშინსკის პატიმრობის ნაცვლად დააკისრა გამოძიებასთან გამოცხადების ვალდებულება


კიევის სააპელაციო სასამართლომ ოთხშაბათს პატიმრობიდან გაათავისუფლა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, "რია ნოვოსტის" უკრაინული განყოფილების ხელმძღვანელი, კირილ ვიშინსკი. მას აღკვეთის ზომა შეუცვალეს ვალდებულებად პირველივე მოთხოვნისას გამოცხადდეს სასამართლოზე, ან პროკურორის წინაშე - იუწყებიან საინფორმაციო სააგენტოები.

"რია ნოვოსტის" თანახმად, ვიშინსკიმ პატიმრობაში 400 დღეზე მეტი ხანი დაჰყო. უკრაინის ხელისუფლება მას სახელმწიფო ღალატში მიიჩნევს ეჭვმიტანილად. ჟურნალისტი დანაშაულს უარყოფს.

მოსკოვში მიიჩნევენ, რომ კირილ ვიშინსკი თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დააპატიმრეს.

ვიშინსკის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე შეშფოთება გამოხატეს ეუთომ და ორგანიზაციამ "რეპორტიორები უსაზღვრებოდ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG