Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკა მაისურაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა


ლუკა მაისურაძე
ლუკა მაისურაძე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე მედალი მოიპოვა. ლუხუმ ჩხვიმიანის (60 კგ) მიერ 25 აგვისტოს მოგებულ ოქროს დღეს ლუკა მაისურაძემ (81 კგ) ბრინჯაო მიამატა.

მაისურაძემ რეპეშაჟის ფინალში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი, ირანელი საეიდ მოლაეი იპონით დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრამდე ექვსი ბრძოლა ჩაატარა. ძირითად ბადეში სამოელი პენიამინა პერსივალის, თურქეთის ნაკრების წევრ ვედატ ალბაირაკის, მონღოლი უუგანბაატარ ოტგონბაატარისა და ბელგიელი სემი ჩუჩის ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში წააგო ეგვიპტელ მოჰამედ აბდელაალთან. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი უზბეკ შაროფუდინ ბოლტაბოევს აჯობა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ებრაელი საგი მუკი გახდა. დღესვე, ქალთა შორის, 63 კილოგრამში ოქროს მედალს დაეუფლა ფრანგი კლარის აგბენონუ.

29 აგვისტოს, კაცებში 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები და საქართველოს სახელით კონკურენციაში ბექა ღვინიაშვილი ჩაებმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG