Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლში უარყოფენ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირს


ზელიმხან ხანგოშვილი
ზელიმხან ხანგოშვილი

პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფოს არანაირი კავშირი არ აქვს ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან, რომელშიც რუსეთის მოქალაქეა ეჭვმიტანილი.

23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი. პოლიციამ მალევე დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის მამაკაცი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

„ამ საქმეს, ბუნებრივია, არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის სახელმწიფოსთან, ოფიციალურ ორგანოებთან“ - უთხრა 28 აგვისტოს ჟურნალისტებს პესკოვმა. კრემლის პრესმდივანმა მედიას ურჩია, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაინტერესდნენ, ვინ იყო იქ რუსეთის მოქალაქე და საერთოდ, იყვნენ თუ არა რუსეთის მოქალაქეები.

„მაგრამ, მე გადაჭრით უარვყოფ ამ შემთხვევის, ამ მკვლელობის რაიმე კავშირს ოფიციალურ რუსეთთან“ - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა.

გერმანული მედიასაშუალებები არ გამორიცხავენ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის სპეცსამსახურების ანგარიშსწორების სამიზნე გახდა რუსეთ-ჩეჩნეთის ომებში აქტიურობისთვის.

ზელიმხან ხანგოშვილს 29 აგვისტოს, პანკისის ხეობაში დაკრძალავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG