Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთერში 9 სექტემბრიდან - „მთავარი“„იბერიის“ შენობიდან იმაუწყებლებს


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ყოფილი გენერალური დირექტორის და ამჯერად უკვე „მთავარი“ არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ახალი არხი მაუწყებლობას იმაზე მალე დაიწყებს, ვიდრე ამას ყველა ელოდა.

მისი სიტყვებით, ‘მთავარი“ არხის თანამშრომლები ტელეკომპანია „იბერიის“ შენობაში დაიწყებენ მუშაობას და დროებითი მაუწყებლობაც იქიდან დაიწყება.

„ვინ იქნებიან ჩვენი პარტნიორები, ამას მოგვიანებით გეტყვით, ეს მოლაპარაკებების საგანია, დღეს კი მთავარი არის ის, რომ ზაზა ოქუაშვილის და ჩემი შეთანხმებით, სწორედ „იბერიის“ შენობაში განვათავსებთ „სტაფს“, გვაქვს საეთერო სტუდია და ვიწყებთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე.

მისი სიტყვებით, ვისაც ნამდვილი „კურიერის“ ნახვა სურს, ისევ ცხრა საათზე, ოღონდ „მთავარზე“ უნდა დაელოდოს, საინფორმაციო გამოშვების სახელი იქნება „მთავარი ამბები“ - "მთავარზე".

ნიკა გვარამიას განცხადებით, მათ უნდა ებრძოლონ დღეს მედიაბაზარზე დარჩენილ ერთადერთ მასობრივ ტელევიზიას, „იმედს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG