Accessibility links

მომიტინგეები ემზადებიან „დასვენებული პარლამენტარების დახვედრის ცერემონიისთვის“


პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს (3 სექტემბერს).

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ემზადებიან „დასვენებული პარლამენტარების დახვედრის ცერემონიისთვის“.

„მოქალაქეებს არცერთი დღე არ დაგვისვენია ამ ზაფხულს“, - ამბობენ აქციის ორგანიზატორები პროტესტის 70-ე დღეს, - „მოქალაქეებმა ეს ზაფხული გავატარეთ: პარლამენტის წინ, ბიძინას ბიზნესცენტრთან, საოკუპაციო ხაზთან, პროკურატურასთან, მედიასთან, სასამართლოსთან, სასამართლოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ციხეში და ქვეყნის სამსახურში“.

აქციის მონაწილეები პარლამენტის სამივე შესასვლელთან შეკრებას სასტვენებით და ბანერებით ხელში აპირებენ.

დღეს კი გადაცემა #სირცხვილიას პირველ ბლოკში ისაუბრებენ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულთა ოჯახის წევრები.

მეორე ბლოკში სადისკუსიო ფორმატის სტუმარი იქნება პარლამენტის წევრი „ევროპული საქართელოდან“, აკაკი ბობოხიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG