Accessibility links

შსს-მ გამოძიება დაიწყო: ვრცელდება, სავარაუდოდ, გამგებლის მოადგილის მიერ თანამშრომლის ცემის კადრები


რადიო თავისუფლების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის „ფეისბუკში" გავრცელებული კადრების მიწოდების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ვიდეოში, რომელიც გიორგი ყუფარაძემ „ფეისბუკში" გაავრცელა, ასახულია, სავარაუდოდ, გლდანის გამგებლის მოადგილე როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას თანამშრომელს.

შსს-ს პრესსამსახურმა გვაცნობა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გიორგი ყუფარაძე ამბობს, რომ ამჟამადაც პარტია „ქართული ოცნების“ წევრია და ვიდეო რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს. მისი ინფორმაციით, კადრები 2017 წლის ზაფხულშია გადაღებული, ხოლო, თანამშრომლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის გლდანის გამგებლის მოადგილემ მხოლოდ გაფრთხილება მიიღო. „საქმე არც კი აღძრულა", - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ყუფარაძემ.

რადიო თავისუფლება ცდილობს თბილისის მერიასთან დაკავშირებას და მის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG