Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელიმხან ხანგოშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს


ზელიმხან ხანგოშვილი
ზელიმხან ხანგოშვილი

ზელიმხან ხანგოშვილის ცხედარი გერმანიიდან საქართველოში ჩამოასვენეს. მას დღეს პანკისის ხეობაში დაკრძალავენ.

წუხელ, თბილისის აეროპორტში ცხედრის დასახვედრად იმყოფებოდნენ პანკისის ხეობის მცხოვრებნი, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილი. პანკისელები ამბობენ, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების მიერაა ორგანიზებული.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს, ბერლინში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. პოლიციამ დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის მამაკაცი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე იყო. მას რუსული მედია ხშირად მოიხსენიებდა ჩეჩენ მეამბოხეთა ერთ-ერთი ლიდერის, დოკუ უმაროვის წარმომადგენლად საქართველოში.

ზელიმხან ხანგოშვილის სახელი უკავშირდება 2012 წელს, ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ "ლაფანყურის სპეცოპერაციასაც." მაშინ სწორედ ხანგოშვილმა იკისრა შუამავლობა შეიარაღებულ ჩეჩნებსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის.

2015 წლის მაისში, ზელიმხან ხანგოშვილზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა თბილისშიც. ხანგოშვილი მაშინ დაიჭრა და საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს. ზელიმხან ხანგოშვილის ახლობლები ამ თავდასხმასც რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებდნენ. საქმე დღემდე გამოუძიებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG