Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიებას არ მიუმართავს ექსპერტიზისთვის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად


დაინიშნება თუ არა ექსპერტიზა 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად, ამის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს არც დაკავებულის ადვოკატი და არც ბრალდების მხარე.

როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტა დაკავებულის ადვოკატმა ნათია პაჭკორიამ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და დამატებით ინფორმაციას საქმის შესახებ ის ვერ გაავრცელებს:

„გამოძიებისათვის საჭირო ყველა ღონისძიება ჩატარდება. თუკი ბრალდება ჩათვლის საჭიროდ, რომ უნდა დაინიშნოს ექსპერტიზა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ცხადია, ექსპერტიზა დაინიშნება. ექსპერტიზის მოთხოვნის უფლება დაცვის მხარესაც აქვს. ექსპერტიზის საბოლოო შედეგის მისაღებად დრო იქნება საჭირო“.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ამ ეტაპზე, არც ბრალდებას და არც დაცვის მხარეს არ მიუმართავს მათთვის ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.

51 წლის ქალს, რომელმაც 27 აგვისტოს, პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვს სახის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, ბრალს დღეს, 29 აგვისტოს წარუდგენენ.

3 წლის ბავშვი კლინიკიდან დღეს გაწერეს.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე. სისხლის სამართლის კოდექსით, მსგავსი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG