Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს პოლონეთში შეხვდებიან


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე სამუშაო ვიზიტით ეწვევა პოლონეთის რესპუბლიკას.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ცერემონიალში.

დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა გამოფენის გახსნაზე „50 ქალი საქართველოდან“ და კონფერენციაზე „ქალთა როლი პოლიტიკაში“.

პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, ბულგარეთისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG