Accessibility links

ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ აზერბაიჯანის ციხიდან გათავისუფლდა ოპოზიციონერი ჟურნალისტი


სეიმურ ჰაზი გათავისუფლების შემდეგ

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, სეიმურ ჰაზი, რომელმაც ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა საპყრობილე, აცხადებს, რომ გისოსებში ყოფნას არ შეუცვლია მისი შეხედულებები.

ჰაზი 2014 წელს დააპატიმრეს ხულიგნობის მუხლით, რასაც თავად ჟურნალისტი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა. სეიმურ ჰაზი მუშაობდა ოპოზიციური გაზეთ „აზადლიქში“ („თავისუფლება“), იყო ტელეწამყვანი და ასევე ოპოზიციური „სახალხო ფრონტის“ წევრი.

2015 წელს სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო ხულიგნობაში და ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

„ამნესტი ინტერნეიშენალმა“ სეიმურ ჰაზი სინდისის პატიმრად გამოაცხადა.

„ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა.ჩემი დაპატიმრებით ხელისუფლებას სურდა ჩემი გაჩუმება. ხელისუფლებამ წარმოაჩინა, რომ მათ არ შეუძლიათ კრიტიკის ატანა და კრიტიციზმზე მათი ერთადერთი პასუხი არის დევნა“, - განაცხადა 29 აგვისტოს ციხიდან გათავისუფლებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG