Accessibility links

პანკისის ხეობაში დაკრძალეს ზელიმხან ხანგოშვილი


პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ცოტა ხნის წინ დაკრძალეს ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქე, პანკისის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი.

ხანგოშვილის ცხედარი სასაფლაომდე სოფელში მცხოვრებმა მამაკაცებმა მიაცილეს.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს, ბერლინში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. პოლიციამ უკვე დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის მამაკაცი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

პანკისელების განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების მიერაა ორგანიზებული.

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე იყო. მას რუსული მედია ხშირად მოიხსენიებდა ჩეჩენ მეამბოხეთა ერთ-ერთი ლიდერის, დოკუ უმაროვის წარმომადგენლად საქართველოში.

ზელიმხან ხანგოშვილის სახელი უკავშირდება 2012 წელს, ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ "ლაფანყურის სპეცოპერაციასაც." მაშინ სწორედ ხანგოშვილმა იკისრა შუამავლობა შეიარაღებულ ჩეჩნებსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG