Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შვეიცარია უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს


1 ოქტომბრიდან შვეიცარია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანს. ინფორმაციას საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შვეიცარიის კონფედერაცია ევროპის მე-15 ქვეყანა გახდება, რომელმაც საქართველო ამ სიაში შეიყვანა. საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანილი ჰყავს: ბულგარეთს, საფრანგეთს, ლიხტენშტაინს, ავსტრიას, ბელგიას, ნიდერლანდს, ისლანდიას, ლუქსემბურგს, ირლანდიას, ესტონეთს, დანიას, ჩეხეთს, სლოვენიასა და კვიპროსს.

საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანა მიანიშნებს, ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და იმაზე, რომ ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანაში დადებითი გარემოა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების განცხადებები დაჩქარებული წესით განიხილება. თავშესაფარზე უარის შემთხვევაში განმცხადებლებს სამშობლოში დააბრუნებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG