Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ ბოლტონი: ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ მინსკთან საერთო ენას გამონახავს


ჯონ ბოლტონისა (მარჯვნივ) და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა მინსკში. 2019 წ. 29 აგვისტო.
ჯონ ბოლტონისა (მარჯვნივ) და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა მინსკში. 2019 წ. 29 აგვისტო.

ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ მინსკთან საერთო ენას გამონახავს ადამიანის უფლებების დაცვისა და იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში. ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტთან შეხვედრაზე.

ალექსანდრ ლუკაშენკამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ ბელარუსი ყოველთვის უჭერდა მხარს აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზებას და სურს ურთიერთობა „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყოს.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გამწვავდა ბელარუსის 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მაშინ ვაშინგტონმა მინსკს ბრალი დასდო ადამიანის უფლებების დარღვევაში და სანქციები დაუწესა მას.

2015 წელს ლუკაშენკამ დამკვირვებლები დაუშვა არჩევნებზე და პოლიტპატიმრების ნაწილი გაათავისუფლა. ამის შემდეგ აშშ-მა ნაწილობრივ შეაჩერა სანქციები.

ბოლტონი აშშ-ის ხელისუფლების ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელია, ვინც კი სტუმრობდა ბელარუსში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში.

მოლაპარაკებების დეტალები ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. მანამდე მედია იტყობინებოდა, რომ მინსკი დაინტერესებულია ამერიკის ნავთობის შესყიდვით.

დღესვე ბოლტონი შეხვდა მოლდოვის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ აშშ მზადაა დაეხმაროს ქვეყანას უსაფრთხოების გაძლიერებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG