Accessibility links

EUMM განცხადებას ავრცელებს ერგნეთში ჩაშლილი შეხვედრის შესახებ


„სამწუხაროდ, შეხვედრის ჩაშლის გამო, დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხის განხილვა შეუძლებელი გახდა", - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საქართველოში განცხადებას ავრცელებს.

29 აგვისტოს ერგნეთში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ 95-ე შეხვედრაში მონაწილეობდნენ EUMM-ის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი და სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლი რუდოლფ მიხალკა.

განცხადების თანახმად, ჰოგმა 2019 წლის 18 ივლისის ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის შემდეგ განვითარებული მოვლენები მიმოიხილა. მან აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან არსებულმა ვითარებამ უარყოფითად იმოქმედა უსაფრთხოების მდგომარეობაზე. მათ შორის, განსაკუთრებით საგანგაშო მოვლენებმა გუგუტიანკარისა და წნელისის მიდამოებში.

განცხადების მიხედვით, თანათავმჯდომარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა დაძაბულობის განსამუხტად და მხარეებს შეახსენეს კონცენტრირდნენ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლოების პრობლემებზე.

„EUMM-ის ცხელი ხაზის ეფექტიანობის გათვალისწინებით, მათ ხაზგასმით აღინიშნა ინფორმაციის გაცვლის აუცილებლობა ყველა ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხის გამოყენებით. დაძაბულობის შესამცირებლად მოქმედებების ადრეული გაფრთხილებისთვის.
შეხვედრის მონაწილეებმა ინტენსიურად გაცვალეს მოსაზრებები წნელეთის საკითხთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

მომავალი შეხვედრა 2019 წლის 2 ოქტომბერს დაიგეგმა.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა მედიასთან საუბარში, ოსურმა დელეგაციამ შეხვედრა დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG