Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობაზე მესამე წრეში გავიდა


ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობაზე მეორე შეხვედრა მოიგო. მსოფლიოს რეიტინგში მეთვრამეტე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრეში ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის (394-ე ჩოგანი) დაუპირისპირდა და ოთხ სეტში მოუგო - 3:6, 7:6, 7:5, 6:2.

მესამე წრეში ბასილაშვილის მეტოქე გერმანელი დომინიკ კოპფერი (118) იქნება, რომელიც ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა. შეხვედრა 31 აგვისტოს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG