Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ რუსეთთან პატიმრების გაცვლა დასრულდა


რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელი მეზღვაურების ოჯახის წევრები კიევში ჩასვლამდე უკან დაბრუნდნენ, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად არ დადასტურდა ინფორმაცია მეზღვაურთა გათავისუფლების შესახებ.

„ჩვენ უბრალოდ ემოციებს ავყევით და კიევისკენ დავიძარით. უკრაინის ომბუდსმენის ოფისში და არა მხოლოდ იქ, გვითხრეს, რომ ოფიციალურ ზარს დაველოდოთ“ - უთხრა რადიო თავისუფლების პროექტის, Крым.Реалии-ს კორესპონდენტს ერთ-ერთი მეზღვაურის მამამ.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის იულია მენდელის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის პროცესი გრძელდება და გავრცელებული ინფორმაცია მისი დასრულების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პატიმართა გაცვლის დასრულების შემდეგ, ინფორმაციას ოფიციალური არხებით გაავრცელებენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყველას მოუწოდებს გააცნობიერონ, რომ დეზინფორმაციის შედეგი საზოგადოების ემოციებით თამაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG