Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრ სახლში აღნიშნეს პენტაგონის ახალი კოსმოსური სამეთაუროს შექმნა


ხუთშაბათს თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა პენტაგონის ახალი კოსმოსური სამეთაუროს შექმნა, რომლის მიზანია კოსმოსიდან საფრთხის განეიტრალება. ეს არის ამერიკის ადმინისტრაციის პასუხი რუსეთისა და ჩინეთის მზარდ სამხედრო პოტენციალზე. ჩინეთმა აჩვენა, რომ ძალუძს თანამგზავრების განადგურება რაკეტებით, რუსეთი კი იტყობინება, რომ აპირებს ლაზერული იარაღის შექმნას კოსმოსში გამოსაყენებლად. კოსმოსური სამეთაუროს ხელმძღვანელად დაინიშნა სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალი ჯონ რეიმონდი. ამჟამად სამეთაუროში 300-მდე სამხედრო მოსამსახურე შედის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG