Accessibility links

„სიცხვილიას“ აქტივისტების პროტესტი პარლამენტში


პარლამეტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ანტისაოკუპაციო აქციის „სირცხვილიას“ აქტივისტები მოვიდნენ, მათ მაისურები ეცვათ წარწერით - “სირცხვილია“ და ცალი თვალი ჰქონდათ აკრული.

კამპანია “სირცხვილიას“ ერთ-ერთმა აქტივისტმა თამარ კაკაბაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს მიმართა, გამოეხატა თავისი პოზიცია 20-21 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებით.

„72 დღეა საქართველოში არის სირცხვილი. 72 დღეა დუმხართ და კითხვებს არ სცემთ პასუხს. ქალბატონო სოფო, 72 დღეა თქვენ ხართ სირაქლემას პოზაში, ბოდიში ამ გამოთხმისთვის და ემალებით პრობლემას! გაფრთხილებთ, გეუბნებით წინასწარ და შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ანონსი, დღეიდან ყოველდღიურად იგრძნობთ, რომ თქვენი საქციელი, ის რაც მოხდა 20 ივნისს და რაც ხდება მას შემდეგ, არის სირცხვილი“, - მიმართა ანტისაოკუპაციო აქციის “სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თამარ კაკაბაძემ სოფო კილაძეს.

სოფო კილაძის განცხადებით თამარ კაკაბაძე დეპუტატ ელენე ხოშტარიას თანაშემწეა. თუმცა, ამის მიუხედავდ კომიტეტის კარი ღიაა სამოქალაქო აქტივისტებისთვის. მან, სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნას შეეფესებინა 20-21 ივნისის ღამით სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტება, ასე უპასუხა:

"20 ივნისის საკითხი საჭიროებს ბოლომდე მიყვანას და უნდა გაირკვეს ვინ გადაამეტა ძალას, მაგრამ ჩვენი კომოტეტის კარი ღიაა სამოქალაქო აქტივისტებისთვის, მათ თავისუფლად მიეცათ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა აქ იყო ელენე ხოშტარიას თანაშემწე და ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი ნამდვილად დაჰკრავს",- განაცხადა კილაძემ.

აქტივისტებთან დისკუსიაში ჩაერთო „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი. მან პროტესტის გამოსახატარდ მისულ აქტივისებს კითხვით მიმართა

„თქვენს უფროსს რა აქვს დამთავრებული?”, პასუხის შემდეგ, რომ ხოშტარია მოსკოვში სწავლობა, დამატებითი შეკითხვა დასვა: “გავრილოვი საიდან იყო?”

„სერგეი გავრილოვი და ელენე ხოშტარია პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე უცბად მოხვდნენ - ხოშტარიას “მგიმოში“ პოლიტ-ტექნოლოგიები საკმაოდ კარგად უსწავლია, მე გავრილოვის ჩამოსვლაზე არაფერი ვიცოდი. ის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ისე ავიდა, რომ არაფერი ვიცოდი, მაგრამ ელენე ხოშტარია საქართველოს დროშით ხელში, ზუსტად ორ წამში იქ გაჩნდა - ძალიან ოპერატიულად!“,- მიმართა ვანო ზარდიაშვილმა კამპანია “სირცხვილიას“ წარმომადგენლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG