Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მისია აცხადებს, რომ ჩორჩანასთან დაძაბულობის შესამცირებლად 24 საათიანი მუშაობაა


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ავტომანქანები ჩორჩანაში
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ავტომანქანები ჩორჩანაში

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში აცხადებს, რომ მისი დამკვირვებლები მუდმივად, 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, ჩორჩანა/წნელისის რაიონში სიტუაციაზე დაკვირვებისა და დაძაბულობის შემცირების მიზნით. მდგომარეობის შესაფასებლად დღეს ადგილზე იმყოფებოდა მისიის ხელმძღვანელ ერიკ ჰოგი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ მისი ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ყველა მხარის მიერ ინფორმაციის გაცვლისა და უნებლიე ესკალაციის შესაძლებლობის შესამცირებლად.

29 აგვისტოს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოთხოვა, რომ 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე აიღოს ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგო.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ჩორჩანა მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა და იქ პოლიციის საგუშაგო განათავსა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG