Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში უკანონოდ შეჭრილ დევნილებს შემწეობა შეუწყდებათ


დევნილებს, რომლებიც კერძო საკუთრებაში შეიჭრებიან შემწეობა შეუწყდებათ და ბინები აღარ გადაეცემათ,- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, ბოლო დროს საეჭვოდ გააქტიურდნენ პირები, რომელთა წაქეზებითა და ხელშეწყობითაც დევნილთა გარკვეული ჯგუფები იჭრებიან კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში. მინისტრის მოადგილის განმარტებით #320-ე ბრძანებაში არსებული ჩანაწერის თანხმად,იმ ოჯახებს, რომლებიც ბინებს თვითნებურად იკავებენ საცხოვრებელი ფართით არ უზრუნველყოფენ.

"გირჩევთ, ასეთი შეთავაზების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ სამართალდამცავებს. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ასეთი ქმედებისგან და დაელოდოთ კომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც მუშაობას სექტემბრის დასაწყისში დაიწყებს. ჩვენი მხრიდან გპირდებით, რომ ბინების განაწილების პროცესი წარიმართება სრულიად გამჭვირვალედ და სამართლიანად", — განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG