Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახტაძე: მამუკა გორგოძემ თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ „ბორჯრალოსნების“ ყოფილმა კაპიტანმა მამუკა გორგოძემ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების გადაწყვეტილება მასთან საუბრის შემდეგ მიიღო.

„მეგობრებო, მრავალრიცხოვან გულშემატკივართა თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამას დაემატა სამწუხარო ფაქტი, რომ ნაკრების რამდენიმე წამყვანი მოთამაშე მძიმედ დაშავდა. მამუკას ვესაუბრე ამ საკითხებზე 2 დღის წინ, სადაც მან თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე“, - წერს პრემიერ-მინისტრი „ფეისბუკზე“.

ბახტაძე მადლობას უხდის ლეგენდარულ კაპიტანს ამ გადაწყვეტილებისთვის!

პრემიერის ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკება მის კლუბთან საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად.

რაგბიში მსოფლიოს თასი იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება და საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG