Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება


საქართველოში, სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი.

„რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მილიტარიზაციის გაგრძელება აღმაშფოთებელი და მიუღებელია. პუტინი და მისი მთავრობა დაუფიქრებლად განაგრძობს სხვა ერების სუვერენიტეტის უგულებელყოფას. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს“, – წერია ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG